07:42
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მე ძალიან გაბრაზებული ვარ... - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
03-12-2021

პოლიტიკური მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეიბუქში" პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით ის ძალიან გაბრაზებულია, რომ ანტიქართული რეჟიმი აკონტროლებს ამ ქვეყანას უკვე 9 წელია და თუ კიდევ დიდხანს დარჩა, შეიძლება ჩვენს ისტორიული მიზნის შესრულებას და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვან ინტეგრირებას ჩვენი თაობა დაემშვიდობოს.

"მე ვარ ძალიან გაბრაზებული.

ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ბოროტმოქმედი, ანტიდასავლური, ანტიქართული რეჟიმი აკონტროლებს ამ ქვეყანას უკვე 9 წელია და თუ კიდევ დიდხანს დარჩა, შეიძლება ჩვენს ისტორიული მიზნის შესრულებას და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვან ინტეგრირებას ჩვენი თაობა დაემშვიდობოს.

ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ეს ბოროტმოქმედი რეჟიმი ამდენ ხანს ვერ გაძლებდა:

1) ერთ ადამიანს შინაგანი კონტროლის მექანიზმები ჰქონოდა და "მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ დარჩება" პრინციპით არ ემოქმედა.
2) თუ მას არ ყოფნიდა წესიერება და ნებისყოფა, მის გარემოცვას ყოფნოდა პასუხისგებლობა მიმხვდარიყო რა არის სწორი ამ ქვეყნის ისტორიული მიზნის მისაღწევად, და რა არასწორი და შესაბამისად ემოქმედა.

სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა - ამისთვის საკმარისი ნებისყოფა, გონიერება და პატიოსნება არ აღმოაჩნდა იმდენ ადამიანს, რომ ვითარება შეგვეტრიალებინა.

ჩვენ არ აღმოგვაჩნდა საკმარისი პატრიოტი, წესიერი და გონიერი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე იმისთვის, რომ მესიანიზმი არ დაეშვათ.

ანუ მე ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ პოლიტიკური ლიდერების მეგალომანიის, უპასუხისმგებლობის და ოპორტუნიზმის გამო ბოროტმოქმედი რეჟიმის დამარცხება გაჭიანურდა.

ჩემი პოზიცია ძალიან მყარია და ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანას არ ეშველება სანამ მესიანიზმს წერტილს არ დავუსვამთ.
ეს პოზიცია არ შეიცვლება, იმიტომ რომ ესაა სწორი პოზიცია.

ასევე არ შეიცვლება ჩემი გაბრაზება - მე ვიქნები ძალიან გაბრაზებული იქამდე, სანამ ბოროტმოქმედი რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას და ვიცი, რომ ამის მიზეზი ის ხალხიცაა, ვინც ვითომ ბიძინას ებრძვის და სინამდვილეში მას აძლიერებს.
მინდა, რომ თვითგამოცხადებული მესიის მხარდამჭერებმა ეს კარგად გაიგოთ და თავი გამანებოთ - თქვენთან მინდა დიდი ჩინური კედელი მანამდე, სანამ თვითგამოცხადებული მესიის ყველა იმედი არ გადაგეწურებათ", - წერა თამარ ჩერგოლეიშვილი.

AutoPlay
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტს პატიმრობა შეუფარდეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გაერთიანებული სამეფო და აშშ რუსეთის SWIFT გლობალური გადახდის სისტემიდან გამოთიშვის იდეას განიხილავენ
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
აშშ-ის ელჩი - ვამაყობთ, რომ 30-წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ლონდონის პოლიციამ დაუნინგ სთრითზე გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების სიაში შეიყვანა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
"ფაიზერმა" და "ბიონტექმა" "ომიკრონ" შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სფ
07-12-2021
სულ რომ ამოგხდეს სული ბრაზით ამ ჩემს "ჯეკ ბეღურას" კიდე :)
მავანი
07-12-2021
მე არ მახსოვს ეს ქალი როდესმე მენახოს რომელიმე არა-გაბრაზებულ ემოციურ მდგომარეობაში. ხშირად ვერ ვხედავ (მადლობა ღმერთს), მაგრამ მაინც.
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები