თბილისის თამბაქოს ქარხანაში დასაქმებულები "ევროპულ საქართველოს" ქართული წარმოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. თამბაქოს ფაბრიკაში "პირველი" დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ თან ჰქონდათ ორენოვანი პლაკატები წარწერით: "ასლის ასლებს ვუთხრათ უარი”, ”ფილიპ მორისის მოსყიდული მონები” და სხვა. "პირველის" წარმოების უფროსმა გაიოზ დოლიძემ აქციაზე ევროპულ საქართველოს წევრებს მოუწოდა მხარი არ დაუჭირონ ფადი ასლის და იმ მულტინაციონალურ სიგარეტის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში სიგარეტზე ხელოვნურად ფასების დაწევა სურთ. აქციაზე გაიოზ დოლიძემ ”ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. დოლიძის თქმით, პირველი ინტანციის სასამართლომ მულტინაციონალური სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების მიერ სიგარეტზე ფასების ხელოვნურ დაწევა დაადასტურა. აქციის წევრებს გიორგი ღვინიაშვილი შეხვდა.