მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ ისანში მას “ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატს დაუყენებს, მაინც გაიმარჯვებს და იბრძოლებს “დამსხვრეული ოცნებების პარტიის” დასამარცხებლად. ვაშაძე მის შესახებ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკასაც პასუხობს და მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.