"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური პროექტი, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს, უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც მან განმარტა, საქართველოს დღეიდან ექნება ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონსტიტუცია. ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა უმრავლესობა მზადაა, ეს ვეტოც დაძლიოს. პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციურ პროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.