23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია გაიმართა. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორებმა და წარმომადგენლებმა "ევროპული საქართველოს" მიერ დაანონსებული აქციის კონტრაქცია გამართეს. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მას შემდეგ რაც "ევროპული საქართველოს" აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ მარჯანიშვილის ტერიტორიისკენ, "მარშის" წევრებმა მათ კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.აქციის მსვლელობისას მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" რეპორტიორი გიორგი ფარქოსაძეა, რომელსაც გაურკვეველი საგანი, სავარაუდოდ, ტელეფონი თავის არეში მოხვდა.
იხილეთ: აღმაშენებელზე, აქციის მონაწილის მიერ ნასროლი საგანი TV "პალიტრანიუსის" რეპორტიორს მოხვდა