მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისთვის, რომელიც მოქმედი პარლამენტისათვის ბოლოა, კვორუმი არ შედგა. რეგისტრაცია სულ 30-მა დეპუტატმა გაიარა. მათ შორის იყვნენ ფრაქციების: "რესპუბლიკელების", "ქართული ოცნების", "კონსერვატორების" წარმომადგენლები. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს, თუმცა დღეისთვის, რეგლამენტისვე გათვალისწინებით, პლენარული სხდომა დანიშნული იყო.