შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით მომავალი სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება. როგორც მან აღნიშნა, გამოცდა მოსწავლის ცოდნას შეაფასებს და მის კლასში ჩატოვებაზე ორიენტირებული არ იქნება. მისივე თქმით, მე-6 და მე-10 კლასებში ჩატარებული გამოცდა მოსწავლეებს რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩაჭრის.