2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 75 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მესამე კვარტალში სასაკლაოებში დაკლულია 83,3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49,4 % მსხვილფეხა, ხოლო 50,6 % - წვრილფეხა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე - 24 ლარია, ცხვრის ან თხის დაკვლაზე- 9 ლარი და 90 თეთრი, ხოლო ღორის დაკვლაზე 22 ლარი.