წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მე-3 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 955 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453 ათას 800 სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.9 პროცენტით შემცირდა და 846 ათას 100 სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 237 ათას 200 სულით განისაზღვრა, რაც 3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.5 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიონ 500 ათას ფრთას მიაღწია.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მე-3 კვარტალში რძის წარმოებამ 168 მილიონ 400 ათასი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 14 ათას 700 ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 154 მილიონ 800 ათასი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.6 პროცენტით ჩამორჩება.