„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით 29 ლარითა და 60 თეთრით შემცირდა და ათას 150 ლარი და 10 თეთრი შეადგინა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა.
რაც შეეხება ხელფასს გენდერულ ჭრილში, 2020 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924 ლარითა და 20 თეთრით, ხოლო კაცების - ათას 352 ლარითა და 40 თეთრით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67 ლარითა და 40 თეთრით.
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.