მძიმე საყურებელი იყო, პრობლემებს გაქცეული კაცების ყურება. ვგულისხმობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელსაც წესით, ხმა უნდა ამოეღო, რაღაც პოზიცია ეთქვა. ვხედავდი როგორ იმალებოდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში” განაცხადა.ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ უნდა გამოდიოდნენ.„მგონია,მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის მორჩილი უმრავლესობა, იქ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ნაბრძოლი ჩემთან ერთად, ან მე მათთან ერთად. არიან ადამიანები, რომლებიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დავიჯერო, მათ პროტესტი არ ექნებათ, როდესაც ამ გვარებს კონკრეტული საქმეებით გაიხსენებენ? გამიკვირდა, რომ არავის ეს რეაქცია არ გამოუხატავს.