ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.ექიმის თქმით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში დახვდათ. დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.