საავტომობილო მოძრაობის დარღვევათა დამაფიქსირებელი ახალი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება. ე.წ. ჭკვიანი კამერები შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას დააფიქსირებს. ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს. გარდა ამისა, 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც. სმს-ის მიღებიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის გადაიხდის შემთხვევაში, დამრღვევი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს.