სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ანთებული სანთლებით ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. აქციას "აფხაზეთი საქართველოა" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია შეუერთდა.