წვიმიანი ამინდი საქართველოში 17 ივნისის შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით 17 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგ რეგიონში ძლიერი, ასევე ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ასევე შესაძლებელია იყოს სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სპეციალისტების ვარაუდით საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის მომატებაც.