ნიანგი მსოფლიო ფაუნის უძველესი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია, რომელიც დაახლოებით 25 მლრდ წლის წინ მოევლინა სამყაროს და ფაქტობრივად არ განუცდია ევოლუცია. უცნაურია, მაგრამ თანამედროვე ცხოველთა სამყაროში ნიანგის უახლოეს ნათესავად ფრინველი ითვლება. გამძლეობის და რთულ ბუნებრივ პირობებთან სწრაფად ადაპტირების უნარის წყარობით ნიანგი მდინარეების მეფის ტიტულს ატარებს და აფრიკის ყველაზე სახიფათო რეპტილიად ითვლება.