მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე ახალი ხიდი დამონტაჟდა. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებულ საუშაოებს ადგილზე გაეცნო. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, არსებული ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მონტაჟი განხორციელდა, მოეწყო ბურჯები, გადასასვლელი ფილები, ხიდის საგზაო ნაწილი, რკინაბეტონის პარაპეტები და ლითონის მოაჯირები. ხიდის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 372,198 ლარი შეადგინა.