გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში რჩებიან და პროცესების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ. მდინარე ნესკრას წყლის დონე ივლისისთვის ჩვეულ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ ეტაპზე შეინიშნება მდინარე სწრაფი დინება, თუმცა ეს პრობლემებს არ წარმოქმნის. აქტიურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები. მობილიზებულია 30–მდე ერთეული ტექნიკა. ასევე, მიმდინარეობს ხაიში–ჭუბერის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი და მორეცხვითი სამუშაოები. ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და მაშველები.