ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწვერისთან, მდინარე მტკვარში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს გორის სამაშველო ჯგუფი. სამძებრო ღონისძიებებში რამდენიმე წუთში ჩაერთვებიან მყვინთავები.