მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა. საუბარია დაახლოებით 4 ათას კვადრატულ მეტრზე.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით აღნიშნულ მიწაზე საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩის ზაზა კანდელაკის ინფორმაციით მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი უახლოეს პერიოდში დასრულდება.