ამწეს მეშვეობით ვერტმფრენი მდინარე გუჯარულას ხეობიდან ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენს, მას შემდეგ რაც გზაზე საავტომობილო მოძრაობა შემცირდება, მისაბმელი საშუალებითა და სატვირთო ავტომობილით ავტობანამდე მიიტანენ და თბილისში გადატანენ. ვერტმფრენის მდინარის ხეობიდან ამოყვანის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა . სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თავდაპირველად იმ აუზიდან ამოიტანეს, სადაც მან 27 აგვისტოს ავარიული დაშვება მოახდინა. შემდეგ კი ვერტმფრენი ექსპერტ კრიმინალისტებმა, ასევე შს მინისტრმა და ინჟინრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც ის ტრანსპორტირებისთვის მოამზადეს.