აჭარაში, მდინარე ჭოროხში, 51 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, თანხმლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში აწარმოებს. ადგილზე მუშაობენ მყვინთავებიც.