20:28
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მდინარაძის თქმით, ომბუდსმენი "შენიშვნის" შემდეგ კვლავ "ნაცმოძრაობის" წევრ პატიმრებთან შევიდა
24-01-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველს აკრიტიკებს. მისი თქმით, როდესაც სახალხო დამცველს უთხრეს, რომ მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან და ოპოზიციის ლიდერებთან დადიოდა, მეორე-მესამე დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა. მან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომელიც გუშინ, სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოსვლისას დაინტერესდა, თუ საიდან მიიღეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა მისი „მატროსოვის ციხეში“ მისვლის თაობაზე.

ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი შეხვედრაზე უარი განაცხადა.

AutoPlay
შსს და საბაჟო დეპარტამენტი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
მაკრონი ექიმებს - ეპიდემია ახლოვდება, მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსეთში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის ოპოზიციურმა ძალებმა იდლიბის საკვანძო ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"ვიზეარი" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრეზიდენტი - ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს!
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიიდან ფრენების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ განიხილება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები