ბუდენბროკები ნობელის პრემიის ლაურეატის, გერმანელი მწერლის, ესეიტისა და ეპიკური რომანების ოსტატის, თომას მანის რიგით პირველი რომანია, რომლის დაწერაც ავტორმა 1897 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ის ოცდაორი წლის იყო. რომანი სამი წლის შემდეგ, 1900 წლის ივლისში დაასრულა და პირველად საზოგადოებას 1901 წელს წარუდგინა. წიგნი მისივე სიცოცხლეში 1200-ჯერ გამოიცა და დიდი აღიარება მოუტანა ავტორს.ნაწარმოების სიუჟეტი ჩრდილოეთ გერმანიაში ვითარდება და მოგვითხრობს მდიდარი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ისტორიას, რომლებიც თანამედროვეობის წინაშე აღმოჩნდებიან. ახალ და გაურკვეველ სამყროში, ოჯახის ტრადიციები ნგრევას იწყებს. მიუხედავად ყოველდღიური შრომისა, ყოფით საკითხებზე ზრუნვისა, ოჯახს ინტერესების გამო თავისუფლებასა თუ სიყვარულზე უარის თქმისა, ამ ოჯახის ისტორია ტრაგიკულად მთავრდება