მარტო მე არა, მთელი ოჯახი ვცდილობთ, რომ გავამხნევოთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი გამხნევება არ სჭირდება ჩვენგან. მორალურად საკმაოდ მდგრადი ხასიათი აქვს და ამ კუთხით არ გვეშინია, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, ვამხნევებთ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას, რა შეგრძნებაა, როდესაც იცის, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მამა დგას.