პაციენტის გადარჩენის შანსი არსებობს, თუმცა, მისი მდგომარელბა კვლავ კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა.მისი თქმით, პაციენტი მეორე ოპერაციისთვის ემზადება, ვინაიდან პირველად ჩატარებული ოპერაციის შემდგომ გაკეთებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას მეორე ოპერაციის ჩატარებაც სჭირდებოდა. იმედაძის განცხადებით, ოპერაცია ხანგრძლივი იქნება და მისი დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი შედეგებზე საუბარი.