ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს რამდენიმე წევრი საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უცხადებს. საკრებულოს რამდენიმე წევრმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას", თუმცა ემიჯნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს.