04:22
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
McDonald's აშშ-ში პერსონალის დეფიციტის გამო 14-15 წლების ასაკის პირებს ასაქმებს
06-09-2021

McDonald's აშშ-ს ორეგონის შტატში 14-15 წლების ასაკის მოზარდებს თავის რესტორნებში სამუშაოს სთავაზობს. ქალაქ მედფორდში ფრენჩაიზ Biddle Road-მა მაღაზიის წინ ბანერი გამოფინა, რომელზეც მოზარდებს კომპანიაში მუშაობის დასაწყებად განაცხადების შეტანისკენ მოუწოდებს.

BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც წინადადება გახმიანდა, განაცხადების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, რაც ადგილობრივ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

რესტორან Medford-ის ოპერატორი, ჰიზერ კენედი აცხადებს, რომ მისი ოჯახის მიერ McDonald's-ის ფრენჩაიზის მართვის 40-წლიან ისტორიაში პერსონალის ასეთი უკმარისობა არ ახსოვს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 16 წლამდე ასაკის ადამიანების დასასაქმებლად რესტორნის კარი გაიხსნა, 25-ზე მეტი ახალი განაცხადი მიიღო.
თავად McDonald's-ში BBC-ის განუცხადეს, რომ ფრენჩაიზები პერსონალის უკმარისობის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ზომას დამოუკიდებლად მიმართავენ, მათ შორის, ანაზღაურების გაზრდას, ხელმოწერებზე ბონუსების დაწესებას, დასაქმებულთა ბავშვების მოვლას და სხვ.

ახლახან McDonald's-მა აშშ-ს რესტორნების ქსელში საათობრივი ანაზღაურება, საშუალოდ, 15 დოლარამდე გაზარდა.

McDonald's პირველი ქსელი არ არის, ვინც მოზარდების დასაქმებისთვის განცხადება გაავრცელა. ანალოგიური ბანერები აშშ-ში Burger King-ისა და Wendy's-ის ფილიალებმაც გამოფინეს. ტეხასური ქსელი, Layne's Chicken Fingers, გამოცდილი კადრების დეფიციტის გამო, 20-დან და 25 წლამდე ასაკის თანამშრომლებს ხელმძღვანელ პოზიციებზეც აწინაურებს.

შრომის კანონი შტატების მიხედვით განსხვავდება. ორეგონის შტატში 14 წლის და მეტი ასაკის პირებს უსაფრთხო ადგილებზე მუშაობის უფლება აქვთ, იმ პირობით, რომ მათი სამუშაო საათები სკოლაში სწავლის მიზნით შეზღუდული იქნება, ასევე, შესვენებისთვისაც დიდი დრო მიეცემათ.

თუმცა McDonald's-ში მოზარდი პერსონალი აქამდე იშივიათობას წარმოადგენდა. სწრაფი კვების რესტორნების ქსელში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 27 წელს შეადგენს, რაც ვაკანსიების ვებგვერდ Zippia-ს კვლევამ აჩვენა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები