18:45
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
McDonald's ამერიკელი პერსონალისთვის ხელფასებს 10%-ით ზრდის
18-05-2021

McDonald's ამერიკის რესტორნების პერსონალისთვის ხელფასების გაზრდას აპირებს. ეს გადაწყვეტილება 36 ათას 500 ადამიანს შეეხება, რომლებიც საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობენ. ხელფასი, საშუალოდ, 10%-ით გაიზრდება. ინფორმაციას MarketWatch-ი ავრცელებს.

ამჟამად 660 რესტორნის ადმინისტრაციული პერსონალი საათში 11-17 დოლარს იღებს, ხოლო ხელფასის გაზრდის შემდეგ 15-20 დოლარს აიღებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის 13 ათასი 900 რესტორნიდან McDonald's-ის ბრენდის ქვეშ მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა მუშაობს, უმრავლესობა კი ფრენჩიზას რესტორანია. მათი მფლობელებიც აცხადებენ, რომ თანამშრომელთა ხელფასებს გადახედავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ფასტ-ფუდებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი საათში 11 დოლარსა და 47 ცენტს შეადგენდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები