მაჟორიტარი დეპუტატებიდან ახალ საარჩევნო სისტემას მხარს მხოლოდ კახა ოქრიაშვილი არ დაუჭერს - Palitra News

მაჟორიტარი დეპუტატებიდან ახალ საარჩევნო სისტემას მხარს მხოლოდ კახა ოქრიაშვილი არ დაუჭერს

2020-03-09 16:04:44+04:00

მაჟორიტარებმა, რომლებმაც თავის დროზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, დღეს 120/30-ზე სისტემაზე გადასვლას აფასებენ.

როგორც ირკვევა, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხარს არ დაუჭერს. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, ის შერეული საარჩევნო სისტემის ერთგული რჩება და 2020 წლის არჩევნებში კენჭს კვლავ მაჟორიტარად იყრის.

განსხვავებული აზრი აქვს კიდევ ერთ მაჟორიტარს დაჩი ბერაიას. მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს სამივე მოსმენაზე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზეც.