საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყონ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამ ინიციატივას არასწორს უწოდებს. მისი თქმით, ამაზე დისკუსიის გახსნა წარმოუდგენელია.