პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცედურებს იწყებს. მისი თქმით, შეხვედრა საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანთან იგეგმება, რის შემდეგაც მაჟორიტარები რეგიონებში მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
ხუნდაძე საკუთარ სამუშაო კაბინეტში მაჟორიტარების ნაწილს შეხვდა, მათ შორის იყვნენ კარლო კოპალიანი, კახა ოქრიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე.