მავნე მწერების შემოსევა - აზიური ფაროსანას შემოსევის გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამბობენ, ფაროსანას თითქმის სრულად დაფარული ჰქონდა ფანჯრები და კედლები, რის გამოც სასწავლო პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს. ბაღში სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყდა, თუმცა ვითარების გართულების შემთხვევაში შესაძლოა, დრო გახანგრძლივდეს.