საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე მაუწყებელთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მიიჩნევს, პარლამენტმა არც პრეზიდენტის ვეტო გაიზიაროს და შემდგომ კენჭისყრაზე არც კანონპროექტს დაუჭიროს მხარი. როგორც სალაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს პრეზიდენტის მოტოვირებული შენიშვნების გაზიარება, ეს იქნება გამოსავალი და შესაძლებლობა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ყველასთვის მისაღები ცვლილებების მოსამზადებლად. ამ წუთებში პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს ხვდება.