NOMAD - ეს არის ახალი ხელსაწყო მათთვის ვისაც უყვარს ყვინთვა. როგორც ამბობენ, მისი მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად ყვინთვა და ხანგრძლივი დროის განმვალობაში წყალში ყოფნა. მოწყობილობა წყლის ზედაპირზე ტივტივებს თქვენს ახლოს, ხოლო მისი კომპრესორი სუფთა ჰაერს ისრუტავს და ტუმბავს მას 13 მეტრის სიგრძის მილში. მილის მეშვეობით თქვენ წყალქვეშ მოგეწოდებათ სუფთა ჰაერი. მთელი მოწყობილობა ელემენტზე მუშაობს, რომლის დატენვაც შეგიძლიათ ისევე როგორც ელექტროენერგიით ასევე მზის პანელის გამოყენებით. იმისთვის რომ მოწყობილობა სრულად დაიტენოს 3 საათი სავსებით საკმარისია. ხელსაწყოს სახელი NOMAD მომთაბარეს ნიშნავს, შესაბამისად ის არ გზღუდავთ გადაადგილებაში.
იდეის ავტორების თქმით, ის ულტრა პორტატულია და მისი თან წაღებე ყველგან შეიძლება. საყვინთი აპარატი ადვილად იკეცება და ზურგჩანთად გარდაიქმება. ამიტომ მისი, როგორც ჩანთის, ტარება თავისუფლად არის შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ ის ზურგზე მოიკიდოთ მაშინაც კი როცა სკეიტბორდზე კატაობთ, სეირნობთ ან ლაშქრობაში მიდიხართ.