იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.