Warner Bros-მა YouTube-ზე „მატრიცას“ ახალი ნაწილის ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმს „მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ ჰქვია.
3-წუთიან ვიდეოში მთავარი გმირია ნაჩვენები, რომლის როლს კიანუ რივზი ასრულებს. ის თანამედროვე სამყაროში ცხოვრობს და ცდილობს გაერკვეს შეგრძნებებში, რომ თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაავიწყდა.
ფილმი აშშ-ის კინოთეატრებში 22 დეკემბერს გამოვა. პარალელურად მას პლატფორმა HBO Max-ზე აჩვენებენ.