მატლები თევზის კონსერვში - როგორ უნდა გაარჩიოთ ხარისხიანი კონსერვი, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმანს - Palitra News

მატლები თევზის კონსერვში - როგორ უნდა გაარჩიოთ ხარისხიანი კონსერვი, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმანს

2017-12-03 13:36:54+04:00

თევზისა და ხორცის კონსერვები, პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ლაშქრობებში დადის, თუმცა სახლშიც არ ვამბობთ ხოლმე უარს, გემრიელი შპროტისა და სხვა თევზის კონსერვების მირთმევაზე. საქონლის ხორცის კონსერვით მომზადებული მაკარონი კი, ძალიან ბევრი ადამინის საყვარელი კერძია. გემრიელთან ერთად, შეზავებული, უკვე მოხარშული და დაკონსერვებული პროდუქტი, საკმაოდ მარტივია მოსახმარადაც. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა გაარჩიოთ მაღაზიაში მისულებმა, ხარისხიანი კონსერვი უხარისხოსგან, ნატურალური ფალსიფიცირებულისგან და გეტყვით რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული პროდუქტი სახიფათოდ თქვენი ჯანმრთელობისთვის.