მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია "შტადლერ რეილ ეი ჯი" ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს. ცნობისთვის, მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში 3 შესაძლო ადგილი განიხილება. ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც "საქართველოს რკინიგზას", ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში ინვესტირებაზე მზადყოფნა გასული წლის ივნისში გამოხატა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთნ მემორანდუმიც გააფორმა.