იაპონიის რკინიგზამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მატარებელმა ბაქანი 25 წამით ადრე დატოვა. მსგავსი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ორჯერ მოხდა. ოპერატორმა მგზავრებს ბოდიში მოუხადა - ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს ძალიან დიდი დისკომფორტი შეუქმნეს, რაც სრულიად უპატიებელია.