როგორც კი მათი სახელები და გვარები გვესმის, ასოციაციურად ის კომედიები წარმოგვიდგება თვალწინ, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე გვაყენებენ და ამ მსახიობების ჟესტიკულაციებს, მიმიკებს თუ ფრაზებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვიყენებთ. ხშირად გვავიწყდება, რომ ეს დაღდასმული კომიკოსები დრამატულ როლებსაც შესანიშნავად ირგებენ.