ქვეყანაში გაზრდილი კოვიდ-სტატისცტიკის ფონზე, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, რიგით მეექვსე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდა თბილისის 137-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებს – მასწავლებლებს, მანდატურებს, დირექტორს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად სკოლაში დღეის მდგომარეობით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება. სწორედ სკოლებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ 2021 სასწავლო წელი მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში დაასრულონ.
საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს.