ამერიკულმა კომპანია Mastercard-მა ლოგოში ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. როგორც ცნობილი გახდა, მისი ლოგოდან გაქრება კომპანიის დასახელება. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ერთმანეთში გარდამავალი ყვითელი და წითელი წრეები, რომელიც ყველასთვის ცნობილია, როგორც Mastercard-ის სიმბოლო, ამიერიდან ბარათებზე დატანილი იქნება ბრენდის დასახელების გარეშე.
წითელი და ყვითელი წრეები უკვე 50 წელია კომპანიის განმასხვავებელი ნიშანია და სიმბოლოა კომპანიის იმ დანაპირებისა, რომლის მიხედვითაც მას სურს "გააერთიანოს ადამიანები ფასდაუდებელ შესაძლებლობებში".