ამერიკული კომპანია MasterCard-ი ევროპაში, ბელგიაში კიბერუსაფრთხოების პირველ ცენტრს ხსნის. ცენტრი ქალაქ ვატერლოში განთავსდება, სადაც მდებარეობს MasterCard-ის ევროპის ბიურო და გახდება პირველი მსგავსი ტიპის საინვესტიციო პროექტი კომპანიისთვის ამერიკის ფარგლებს გარეთ. ის გააერთიანებს ექსპერტებს ფიზიკური დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროდან.
ევროპული განყოფილების MasterCard-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპული ცენტრი გააუმჯობესებს საკვანძო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობას.
MasterCard-მა ინვესტიციების მოცულობისა და დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია არ გაამხილა. ცენტრი ოფიციალურად ფუნქციონირებას 2021 წლის დასაწყისიდან შეუდგება.