გასროლის ხმა რომ გავიგე, შემეშინდა და ძირს დავწექი, თავზე აფარებული მქონდა ხელები და ვერ ვხედავდი რა ხდებოდა, - ამის შესახებ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ, მეტსახელად "მასტერამ" სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.
დგებუაძემ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უშუალოდ სროლებში მას მონაწილეობა არ მიუღია.