ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია - ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, ისინი ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. სპეცოპერაცია ერთობლივად ქალაქებში -მადრიდი, ბარსელონა, სევილია და ჩრდილოეთ ესპანეთის ბარაკალდოს დასახლებაში ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები სწორედ ესპანელების დახმარებით იპარავდნენ ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს.