კერძო გამსესხებლებს დღეიდან ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა ეკრძალებათ. აღნიშნულს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სესხების გაცემა ეკრძალებათ იმ კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული არ არიან. ასევე, კოდექსის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები.სამოქალაქო კოდექსში ცვლილების ინიციატივის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა და იგი დღეიდან ამოქმედდა.