პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, უმეტესობა მათგანი მანქანაში მაშინ დაიღუპა, როდესაც ხანძრის ეპიცენტრიდან ანუ პედროგაო გრანდეს მუნიციპალიტეტიდან გაქცევას ცდილობდა. გარდაცვლილთა შორის რამდენიმე მეხანძრეც არის.„სამწუხაროდ, ეს, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი ტრაგედიაა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელიც ტყის ხანძარმა გამოიწვია“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ.მთავრობის მეთაური არ გამორიცხავს, რომ მომავალში მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.შინაგან საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ხორხე გომესმა განაცხადა, რომ 30 გარდაცვლილი მანქანებში იპოვეს, 17 კი - მანქანის სიახლოვეს.59 დაშავებულს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. დაშავებულია 6 მეხანძრეც, ორი კი გაუჩინარებულად ითვლება.„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 60 კერაა და მათ ჩაქრობას 1700 მეხანძრე ცდილობს.ესპანეთმა მეზობელ ქვეყანაში ხანძრის ჩაქრობისთვის განკუთვნილი ორი ვერტრმფრენი უკვე გააგზავნა. დახმარების კოორდინირებას ცდილობენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც.