თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 800-მდე პირი დააკავეს. ოფიციალური პირების განცხადებით პოლიციის სპეცოპერაციის ფარგლებში, რეიდები თურქეთის 81 პროვინციაში განხორციელდა, რომლის სამიზნე ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საიდუმლო სტრუქტურები იყო. პოლიციის განცხადებით, ამ მომენტისთვის 803 ეჭვმიტანილია დაკავებული. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, ოპერაცია კიდევ გრძელდება.