პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში პირველად მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge ჩატარდა. ღონისძიებას ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები ესწრებოდნენ. ფორუმი სამდღიანია და 26 ოქტომბერს დასრულდება. მასში სტუმართმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 25-მდე სტარტაპია წარმოდგენილი. სტარტაპერებს შორის გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც ქართველი, ამერიკელი, ესტონელი და დანიელი მონაწილეებისგან შედგება.